ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი  - "ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია

"ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია,- ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, თითქოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა "ქართული ოცნების" შეფასებებს დაემთხვა.

"ტყუილები იქამდე იზრდებიან, სანამ თავიანთ მთქმელებს არ გადაყლაპავენ. "ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა - სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია: ამომრჩეველთა დაშინება, ძალადობა და სისტემური მანიპულაცია - ეს დემოკრატია არაა; ეს საკონსტიტუციო გადატრიალებაა! საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ქართველ ხალხის გვერდში დგომა და ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა აღდგენილ იქნას საქართველოს გზა თავისუფლებასა და სამართლიანობისკენ. ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რჩება. ძველი საბჭოური ჩვევები რთულად კვდება, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“, - წერს კოლსი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს