Associated Press - წითელი ზღვის თავზე, ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი მფრინავი ჩამოაგდეს, ორივე პილოტი გადარჩა

წითელი ზღვის თავზე, ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი მფრინავი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორივე პილოტი ცოცხალი გამოიყვანეს და ერთმა მცირე დაზიანებები მიიღო.

Associated Press-ი წერს, რომ აღნიშნული ინციდენტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად საშიში გახდა წითელი ზღვის დერეფანი ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ გემებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ევროპის სამხედრო კოალიციები ამ ტერიტორიაზე პატრულირებენ.

„მართვადი სარაკეტო კრეისერი USS Gettysburg შეცდომით იქნა გასროლილი მოიერიშე თვითმფრინავი F/A-18-ი ჩამოაგო“, - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მფრინავები შემთხვევით მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც აშშ-ის სამხედროები „ჰუსიტი“ მეამბოხეების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებდნენ. აშშ-ის სამხედრო ცენტრალურ სარდლობაში არ აკონკრეტებენ, რა მისიას ასრულებდნენ ისინი, თუმცა აცხადებენ, რომ მათმა სამხედრო ხომალდებმა და თვითმფრინავებმა მანამდე „ჰუსიტების“ დრონები და ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს