თურქეთში ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა, დაიღუპა 4 ადამიანი

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ.

მუგლას რეგიონის გუბერნატორმა, იდრის აკბიიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერტმფრენი ჯერ საავადმყოფოს შენობის მეოთხე სართულს, შემდეგ კი მიწას შეეჯახა. შენობის შიგნით და ადგილზე არავინ დაშავებულა. ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, რომელიც ძლიერი ნისლის დროს მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!