ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირის ანგარიში, ადასტურებს, რომ არჩევნები წარმატებით შედგა, ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული, რასაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია აყენებდა

საკმაოდ მძიმე დღეები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას გასული კვირის განმავლობაში, ჯერ იყო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, რამაც მათ მძიმე დარტყმა მიაყენა, რაც შემდეგ გამოჩნდა მათი კომენტარებიდან და ამას დაემატა ეუთო/ოდირის ანგარიში, რომელიც რეალურად ადასტურებს, რომ საქართველოში წარმატებით შედგა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც „სრულად გააბათილა“ ეუთო/ოდირის ანგარიშმა.

„კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის, რაზეც ისაუბრა გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ხუთივე ეს ძირითადი ბრალდება სრულად გააბათილა ეუთო/ოდირის ანგარიშმა. პირველი ბრალდება ეხებოდა გაჟონვას და ეს არავითარ არსებით თემად არ იქნა დაფიქსირებული ეუთო/ოდირის ანგარიშში. რეალურად უბნების 76 პროცენტში საერთოდ ხმის ფარულობის კუთხით არავითარი პრობლემა არ დაუდგენია ეუთო/ოდირს. დანარჩენ შემთხვევაში დადგინდა მხოლოდ ცალკეული შემთხვევები. პირველი ბრალდება მთლიანად გაბათილდა, რაც ეხებოდა ხმის ფარულობას.

რაც შეეხებოდა ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას, ეს საკითხი საერთოდ არ მიიჩნია რელევანტურად ეუთო/ოდირმა. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მათი ყალბი ბრალდებები მთლიანად იქნა გაბათილებული. მესამე - კარუსელი, გახსოვთ ამასთან დაკავშირებით განცხადებები, ბრალდება იმაზე, თითქოს 300 ათასი ხმა იყო გაყალბებული ასეთი მეთოდებით, ასევე გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ზუსტად 17-ჯერ აძლევდა ერთი და იგივე ამომრჩეველი ხმას, ამასთან დაკავშირებითაც ბრალდება თავიდან ბოლომდე იქნა გაბათილებული. საერთოდ არ მიიჩნია ეს საკითხი რელევანტურად ეუთო/ოდირმა. ამაზე საერთოდ არ არის საუბარი ეუთო/ოდირის დასკვნაში. რუსეთის ჩარევა, ესეც კიდევ ერთი ყალბი ბრალდება. არავითარი მინიშნებაც კი არ არის ამასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში. რაც შეეხება ძალადობას, ძალადობასთან დაკავშირებით საუბარია მხოლოდ იზოლირებულ შემთხვევებზე. შესაბამისად, ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული, რასაც აყენებდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე