ირაკლი კობახიძე - ლორა თორნტონი სერიოზული ადამიანი არ არის, რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს“, აქაც პირდაპირ „დიფ სთეითის“ გამოვლინებაა - ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს, თუმცა მოუწევთ, შეეგუონ ბედს

ლორა თორნტონი სერიოზული ადამიანი არ არის, შესაბამისად მასზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს", აქაც არის პირდაპირ „დიფ სთეითის" გამოვლინება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ვერ დააბრუნეს.

„ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე გამოირჩეოდნენ წამებით, მკვლელობით, ბიზნესის რეკეტით, ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარებით და ა.შ. ვერ შეეგუენ იმას, რომ ამ ძალებმა ვერ დაიბრუნეს ხელისუფლება, ძალაუფლება, თუმცა მათ მოუწევთ, შეეგუონ ბედს, ზუსტად ისევე, როგორც ამის გაკეთება მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის