ირაკლი კობახიძე - მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან", თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან", ყველანაირი ნარჩენისგან, თუ ამას გააკეთებს, ეს პირდაპირ დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარია ის, თუ რას გააკეთებს დონალდ ტრამპი და არა ის, თუ რას გააკეთებს რომელიმე კონკრეტული სხვა პოლიტიკოსი.

„მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან", ყველანაირი ნარჩენისგან, თუ ამას გააკეთებს, ამ შემთხვევაში, ეს პირდაპირ აისახება დადებითად საქართველოს ინტერესებზე და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის. მთავარია ის, თუ რას გააკეთებს დონალდ ტრამპი და არა ის, თუ რას გააკეთებს რომელიმე კონკრეტული სხვა პოლიტიკოსი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს