პრემიერი - რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი  სცენარი

რა სცენარიც ვითარდება ამ 1 თვის და ბოლო დღეების განმავლობაში, ის პირდაპირ იყო ასახული პრაქტიკულად „მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ.

„ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სიტყვა სიტყვით საუბრობდნენ იმაზე, თუ რა მოხდებოდა არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი ახდა ზუსტად ისე, როგორც ამაზე გუნდის წევრები საუბრობდნენ. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული განცხადებები, რასაც აკეთებდნენ ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი გუნდის ლიდერები, რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას და ა.შ. ის შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები არიან უბრალოდ უცხოელი აგენტები, რაც დაუწერეს „მაკკეინის ინსტიტუტის" პატრონებმა ამ ადამიანებს, უცხოელ აგენტებს საქართველოში, ზუსტად იმ სცენარს მიყვებიან. აქედანაც ჩანს კიდევ ერთხელ ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ნულოვანი დამოუკიდებლობა. ისინი არიან ჩვეულებრივად უცხოელი აგენტები და აკეთებენ არა იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, არამედ იმას, რასაც ავალებენ უცხოელი პატრონები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის