ნინო დოლიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გრძელდება - ირაკლი კობახიძის განცხადება კი არის თეთრზე შავი, სიცრუეა, პრემიერი გამოვიდეს და თავად დათვალოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გრძელდება - ირაკლი კობახიძის განცხადება არის თეთრზე შავი, სიცრუე. პრემიერი გამოვიდეს და თავად დათვალოს. თუ შეძლებს ხალხთან გამოვიდეს, მაგრამ ესეც არ შეუძლია, - ასე შეაფასა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ პრემიერის განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ გუშინ აქციაზე “3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს.

როგორც ნინო დოლიძემ მარშზე სახელწოდებით “ანწუხელიძე” განაცხადა, ქართველი ხალხი დგას დემოკრატიული მომავლის დასაცავად, დღეს კი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული გმირის, ანწუხელიძის მარში.

“ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროტესტი გრძელდება. ქართველი ხალხი დგას დემოკრატიული მომავლის დასაცავად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო წნეხი “ქართულ ოცნებაზე”. ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც უკიდურესად კრიტიკული იყო. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა გაგრძელდეს. ქართველი ხალხი აპირებს მომავლისთვის ბრძოლას. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული გმირის, ანწუხელიძის მარში, რომელიც შეეწირა საქართველოს იდეალებს. როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი იცით, რომ ვითხოვთ ახალ თავისუფალ არჩევნებს, ჩვენი ორგანიზაცია მზადაა ემსახუროს ქვეყანას. ირაკლი კობახიძის განცხადება კი არის თეთრზე შავი, სიცრუეა და პასუხი რთულია. პრემიერი გამოვიდეს და თავად დათვალოს. თუ შეძლებს ხალხთან გამოვიდეს, მაგრამ ესეც არ შეუძლია. ეს არის იმდენად დიდი ტყუილი, რომ პასუხი რთულია”,- აღნიშნა დოლიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში