ბაია პატარაიას ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია იყო მოთავსებული, საპატრულო პოლიციამ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა

კავშირის „საფარი" ხელმძღვანელის, უფლებადამცველის, ბაია პატარაიას განცხადებით, მანქანა, რომელშიც სცენისთვის საჭირო კონსტრუქცია იყო განთავსებული საპატრულო პოლიციამ ჯერ დაათვალიერა, ხოლო შემდეგ საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მძღოლს დროებით მობილური ტელეფონიც ჩამოართვეს, რათა მათთვის ინფორმაცია დროულად არ მოეწოდებინა.

„გუშინ, პრეზიდენტმა ბრიფინგზე დააანონსა, რომ აპირებდა ხალხისთვის მიმართვას. შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ პატარა სცენა და ხმის გამაძლიერებელი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობდა. მერიას ეს ვაცნობეთ (მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირაა). როდესაც ადამიანებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სცენას არ ადგმევინებდნენ, მეც მოვედი და მქონდა მოლაპარაკებები პოლიციასთან, რომელიც თითქოს წარმატებით დასრულდა. დავრეკეთ, რათა მოსულიყო მანქანა, რომელშიც სცენის კონსტრუქცია იყო. თავდაპირველად მძღოლს დავუკავშირდით, რომელიც დანიშნულების ადგილიდან გამოვიდა, ის გმირთა მოედანზე იყო (სადაც შეფერხება, საცობი იყო). შემდეგ კი გაქრა, ამ ადამიანს 30-40 წუთის განმავლობაში ვეღარ ვუკავშირდებოდით. ჩვენ ვიეჭვეთ, რომ ის დააკავეს. შემდეგ ამ ადამიანმა დარეკა და მითხრა, თუ როგორ გააჩერა საპატრულო პოლიციამ ის და როგორ დაათვალიერეს მისი მანქანა, როგორ გადაიყვანეს საჯარიმოზე და დროებით მძღოლს ტელეფონი ჩამოართვეს, რომ ჩვენთვის დროულად არ მოეწოდებინა ინფორმაცია.

ნებისმიერი კონსტრუქციის აგებას სჭირდება საათები, ეს კონსტრუქცია გვჭირდება იმისთვის, რომ მომიტინგეებმა კარგად გაიგონ, თუ რა აქვს პრეზიდენტს სათქმელი“, - განაცხადა პატარაიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე