სალომე ზურაბიშვილი - ორუელმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება

ორუელმაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს და ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, მანქანა, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია იყო მოთავსებული, საპატრულო პოლიციამ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა.

„დღეს ორუელმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო