სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან “კახელების მარშს” შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “კახელების მარშს” შეუერთდა, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ შეჩერდა.

კახელები და ქიზიყელები ერეკლე II-ის მოედნიდან ორბელიანების სასახლემდე აქცია-მსვლელობით ლოზუნგით - „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მივიდნენ. ისინი სასახლის წინ პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ: „საქართველო“.

სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში იმყოფება ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში დამონტაჟებულ სცენაზე იმყოფება და მსვლელობის მონაწილეებს მიმართავს.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართავს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა