პოლიცია მანქანას სცენისთვის განკუთვნილი აპარატურით რუსთაველის გამზირზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა, რასაც ელენე ხოშტარიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა - საბოლოოდ, ავტომობილი ტერიტორიაზე შევიდა

მანქანას, რომელშიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისთვის სცენისთვის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია იყო, რუსთაველის გამზირზე გადასვლის საშუალება მისცეს.

აღნიშნულს წინ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

ხოშტარია პოლიციას მოუწოდებდა, რომ სცენის კონსტრუქციით დატვირთული მანქანებისთვის გადაადგილების საშუალება მიეცათ. ხოშტარია სკანდირებდა: „გაუშვით მანქანა!“.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან გადაინაცვლეს, სადაც იმ სცენას მოაწყობენ, რომლიდანაც პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს სიტყვით 21:00 საათზე მიმართავს.

მანამდე "საფარის" ხელმძღვანელმა, უფლებადამცველმა, ბაია პატარაია განაცხადა, რომ მანქანა, რომელშიც სცენისთვის საჭირო კონსტრუქცია იყო განთავსებული საპატრულო პოლიციამ ჯერ დაათვალიერა, ხოლო შემდეგ საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სცენისთვის მოსაწყობად ალტერნატიული აპარატურა უზრუნვეყვეს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო