აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებმა პროტესტი განაახლეს

აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტი განახლდა. აქციის მონაწილეების თქმით, „საქართველო ჩიხში არის მოქცეული“.

მათი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიანი პროტესტი აქვთ და მოითხოვენ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას.

“საქართველო ჩიხში არის მოქცეული, წინ ან უკან უნდა წავიდეს, ჩვენ უკან წასვლას არ დავუშვებთ. მოქალაქეების ხელშია მთავრობა, რომელიც ავირჩიეთ. შეგვიძლია ცივილურად არანაირი ძალადობით, მშვიდობიანად შევცვალოთ. არა, გაყალბებულ არჩევნებს, არა რეპრესიებს. ჩვენს ხელისუფლებას შესასრულებელი აქვს მთავარი, გამოუშვას დაკავებულები და დანიშნოს ხელახალი არჩევნები.

ჩვენ ვგმობთ იმ კურსს, რაც არჩეული აქვს ხელისუფლებას. გვინდა ევროპა და სხვა არაფერი. დოკუმენტურად დადასტურდა რომ არჩევნები გაყალბებულია”,- აცხადებენ შეკრებილები.

ამასთან, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თარჯიმნებმა გამართეს. შეკრებილები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!