მარტა კოსი - ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ ხარვეზებს ადასტურებს

ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი - ის, რამაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა“, - წერს კოსი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს