ნატალი ლუაზო - ქართველი „პრემიერი“ ლეგიტიმურ პრეზიდენტს ემუქრება - არ დავუშვებთ, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას

ქართველი „პრემიერი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, - აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს "მოუწევს თანამდებობის დატოვება. კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდეტნს "ეყოფა გონიერება" არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი.

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ - მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები", - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის