პრეზიდენტი - ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს - მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?

მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი ხართ“..., მართალია, რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე მალე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ არ ეშინიათ, რადგან იქ მხოლოდ სიყვარული სუფევს და ვინც ამბობს, რომ იქ ვინმესთან დაპირისპირება ბევრ ტყუილთა შორის ეს კიდევ ერთი ტყუილია.

„არ გვინდა არც ყვირილები არც „სალომე“, „სალომე“, არც არაფერი.

ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებს. უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა. რომელიც ხვალ, ზეგ ძალიან ძლიერი და ევროპული საქართველო იქნება. ამას ვერავინ გააჩერებს. მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი ხართ“..., მართალია რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე გისოსების უკან მალე ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ეს კიდევ ერთი ტყუილია ბევრ ტყუილთან შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა დღეს დედაქალაქში მიმდინარე მსვლელობებზე, რა დროსაც გამოყო „ანწუხელიძის“ მარში და აღნიშნა, რომ სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვართ ვალდებული, რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო.

დღეს აქ მრავალთა მარშის შუა მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - „ანწუხელიძის“ მარში. სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვალდებული ვარ, თქვენ ხართ ვალდებული რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ თორემ არ ვიქნებოდით და არ იქნებოდა საქართველო. მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება და თმობს, როცა მართალია. საქართველო მართალია. მართალი ხართ თქვენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე