მარნეულის მერია - მუნიციპალიტეტმა ღონისძიებას „ახალი წლის დღეები“ უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებას „ახალი წლის დღეები“ უმასპინძლა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, მერიის მიმდებარედ განთავსდა საახალწლო სახლები, დეკორატიული ფოტოზონები და საახალწლო ინსტალაციები.

„სპეციალურად მოწყობილ საბავშვო გასართობ სივრცეებში დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობდა. პატარებს თოვლის პაპამ საჩუქრები დაურიგა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძემ შეკრებილ მოქალაქეებს სცენიდან მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

საღამო ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტით, ადგილობრივი DJ-ის მუსიკალური კომპოზიციებითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს