მამუკა ხაზარაძე - პრეზიდენტის განცხადება იყო მკაფიო, სერიოზული უფსკრულის პირას არის მისული სიტუაცია და განმუხტვის, გადაწყვეტის საშუალება არის ახალი არჩევნები - არჩევნები უნდა ჩავატაროთ გაზაფხულის უახლოეს თვეებში

თუ ოდნავ მაინც ვინმეს სინდისი აქვს შერჩენილი, ვინც დღეს ე.წ. ხელისუფლებას წარმოადგენს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალიან სერიოზული უფსკრულის პირას არის მისული სიტუაცია და ამის განმუხტვის, გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება არის ახალი არჩევნები, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება „იყო ძალიან მკაფიო“.

„ძალიან მდაბიო საქციელია, ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვიხილეთ. კერძოდ, მიკროფონების გამორთვა, სცენის წართმევა. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. ხელისუფლება არის აგონიაში და უკვე ისეთ საქციელს ჩადის, რომელიც ნორმალურ ჩარჩოში არ ეტევა.

თქვენ ხედავთ [რუსთაველის გამზირზე] ყოველდღიურად იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ძლიერი, თავისუფალი საქართველო და უნდათ საქართველო ევროპაში. რამდენად სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის ხელში, რომ ამის გამეორება ჩვენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გვჭირდება, რომ ევროპა უკეთესია რუსეთზე. აი, ამ დონემდე თავიანთი რუსული პროპაგანდით ჩვენი ქვეყანა მიიყვანეს. ამ ქვეყანაში უმრავლესობას უნდა ნორმალური, ევროპული ცხოვრება და ამას აუცილებლად მივაღწევთ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, ის იყო ძალიან მკაფიო. იმის შეხსენება არავის სჭირდება, რომ ქვეყანა არის სერიოზულ კრიზისში, ეს კრიზისი ცოტა ხანში გადაიქცევა ეკონომიკურ კრიზისში, ამის ყველა ნიშანი არსებობს. ამ ქვეყანაში ყველა ვცხოვრობთ და ერთადერთი გამოსავალი ამ შექმნილი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და ყველა დაკავებული ადამიანის გათავისუფლება.

თუ ოდნავ მაინც ვინმეს სინდისი აქვს შერჩენილი, ვინც დღეს ე.წ. ხელისუფლებას წარმოადგენს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალიან სერიოზული უფსკრულის პირას არის მისული სიტუაცია და ამის განმუხტვის, გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება არის ახალი არჩევნები“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძეს თქმით, ხელახალი არჩევნები გაზაფხულის უახლოეს თვეებში უნდა ჩატარდეს.

„ჩვენ შევიკრიბებით პრეზიდენტთან 4 ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. [ჩვენ] დავდებთ სერიოზულ გეგმას, როგორ და რანაირად უნდა ჩატარდეს არჩევნები, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები და ამას აუცილებლად მხარს დავაჭერინებთ საერთაშორისო საზოგადოებას.

არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. აუცილებლად უნდა დაემატოს სახის ამომცნობი აპარატი საიდენტიფიკაციო მანქანებს, ეს ჩვენმა მეზობლებმა და სხვადასხვა ქვეყანამ ძალიან მარტივად გააკეთეს, მსგავსი პრეცედენტები არსებობს. ეს ხელსაწყო ამ მანქანას უყენდება, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს აღრიცხვიანობის ამბავს, სიები უნდა გახდეს ცნობილი წინასწარ, რომელიც არის ჩატვირთული.

არ შეიძლება, რომ არჩევნების საკითხზე საუბარი იყოს, რომ ეს ჩატარდება შემოდგომაზე და ა.შ. ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ გაზაფხულის უახლოეს თვეებში“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები