ფოთში ლოზუნგით „არა რუსულ რეპრესიებს“ აქცია გაიმართა

„არა რუსულ რეპრესიებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ - ამ შინაარსის ტრასფარანტებით ფოთში აქცია გაიმართა.

მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და აქციების დროს დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს.

მოგვიანებით დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს და საახალწლო ნაძვის ხესთან მივიდნენ, სადაც კონცერტი მიმდინარეობდა.

მათი თქმით, ხელისუფლებას უნდა ამ მეთოდით გადაფაროს ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს და მოქალაქეებს მათ გვერდით დგომისკენ მოუწოდეს.

აქციის რამდენიმე მონაწილე ადგილზე მყოფ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც მივიდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება მალევე განმუხტეს ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა.

„ღირსეული ფოთელები აპროტესტებენ უმსგავსობას, რაც ახლა ქალაქის ცენტრში ხდება, თვითმარქვია ხელისუფლების მიერ. მათ მოაწყვეს სასაკლაო, ადამიანები არიან ნაწამები, დასახიჩრებული და ქვეყანას გადასცემენ რუსეთს. ვაპროტესტებთ ამას და დავდგებით, ვიდრე არ მივაღწევთ კონკრეტულ შედეგს და არ გავიმარჯვებთ“,- განაცხადა აქციის მონაწილე, ელისო ჯანაშიამ.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება