რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა.

დემონსტრანტებმა მსვლელობა სხვადასხვა შინაარსის ბანერებით სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიწყეს. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერანები, პედაგოგები, ლექტორები. ასევე, გაიმართა ქიზიყელების და კახელების მარში.

ასევე, აქციის მონაწილეებს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია.

როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის მზადაა, დაჯდეს ივანიშვილთან ერთად და მოიფიქრონ, როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. პრეზიდენტის განცხადებით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული, შესაბამისად, ელოდება პასუხს.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს