რობერტ ფიცო - ვლადიმერ პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი იყო რეაქცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე, რომ უკრაინის გავლით გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია.

„ჩემი დღევანდელი შეხვედრა იყო რეაქცია ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელმაც ხუთშაბათს ჩემს პირად შეკითხვას უპასუხა, რომ უკრაინის გავლით ჩვენს ტერიტორიაზე გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია“, - წერს ფიცო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

სლოვაკეთის პრემიერის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ რუსეთი მზადაა, დასავლეთისთვის გაზის მიწოდება გააგრძელოს, თუმცა, ზელენსკის პოზიციის გათვალისწინებით, 1-ელი იანვრის შემდეგ ეს ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება.

ფიცოს თქმით, პუტინთან განიხილა უკრაინაში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობები, ასევე მოსკოვსა და ბრატისლავას შორის ურთიერთობები.

„ხანგრძლივი საუბრის დროს მე და ვლადიმირ პუტინმა გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინაში სამხედრო ვითარებაზე და ომის სწრაფად მშვიდობიანი დასრულების შესაძლებლობებზე და სლოვაკეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე, რომლის სტანდარტიზაციასაც ვაპირებ“, - წერს სლოვაკეთის პრემიერი.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა. გუშინ ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა