ირაკლი კუპრაძე - სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცეა ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მტკიცე ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რუტინული ბრძოლა და წინააღმდეგობას გრძელდება.

„საქართველო და საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მტკიცე ქართველ ხალხთან, ორ მთავარ და მნიშვნელოვან მოთხოვნაში: ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის ძალადობას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლეგიტიმური და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი და ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ახალი არჩევნების დანიშვნის ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა არსებობს, რომ სწორედ ამ ლეგიტიმური ინსტიტუტიდან დაიწყოს ჩვენს ქვეყანაში გაცოცხლება დემოკრატიისა და თავისუფლების. სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, რომ მხარს დაუჭერს ამ ორ მთავარ მოთხოვნას და არ აპირებს დათმოს ის ლეგიტიმაცია, რაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს შერჩენილი. ჩვენ ვაგრძელებთ რუტინულ ბრძოლას და წინააღმდეგობას როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ეს წინააღმდეგობა იქნება მტკიცე. საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა