არჩილ გორდულაძე - აქსიომაა: თუ იქნება დანაშაული, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება! არ დაგვავიწყდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც მისჯილი აქვს კონკრეტული ქმედებისა და დანაშაულის ჩადენის გამო!

ე, მანდ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლები არ შემოერღვეთ - აქსიომაა: თუ იქნება დანაშაული, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება! არ დაგვავიწყდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც მისჯილი აქვს კონკრეტული ქმედებისა და დანაშაულის ჩადენის გამო! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი მუქარა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„თუ ვინმე მოიპარავს, იქნება ქურდი, პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს და ქურდობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. იგივეა სხეულის განზრახ დაზიანებაზე, ადამიანის მკვლელობაზე და ასე შემდეგ. კარგად წაიკითხონ კანონი, რომელსაც „სისხლის სამართლის კოდექსი“ ჰქვია.

ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და არ არსებობს არავითარი ინდულგენცია - არავის დაავიწყდეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტებს, პრემიერებს დანაშაული აქვთ ჩადენილი დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ ერთპარასკევდარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა ამ ექვსი წლის განმავლობაში კანონის შესაბამისად იმოქმედოს“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, 22 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას თქვა, რომ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია „ფანჩატურად აქცია“ და რომ 29 დეკემბრის შემდეგ ის შეიძლება ციხეში მოხვდეს. მისივე განცხადებით, თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში გამაგრდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

„72 წლის ქალის ციხეში გაშვება, შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის ყველა იმ ადამიანს გაწირავს, ვინც მასთან ერთად იქნება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო