„თბილღვინოს“ დამფუძნებელი - ბიზნესის 2 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა, ჩვენი განცხადება საჯარო სივრცეში გავაკეთეთ, გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები

„თბილღვინოს“ დამფუძნებლის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი კრიზიდან გამოსვლის გზას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაში და ხელახალ არჩევნებში ხედავს.

როგორც მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხვა ბიზნესმენებთან ერთად მან თავისი პოზიცია პეტიციაში უკვე დააფიქსირა.

„ჩვენ ალბათ, აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ჩვენ 2 200-ზე მეტმა ბიზნესს წარმომადგენელმა, ჩვენი განცხადება საჯარო სივრცეში გავაკეთეთ. ჩვენი გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს