მამუკა მდინარაძე - ჩვენ ეუთო/ოდირის უფრო მძიმე დასკვნაც გვინახავს, რომელიც აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შეეხებოდა - ოპოზიცია ამ ანგარიშს ვერანაირი სპეკულაციისთვის ვერ გამოიყენებს

ოპოზიცია ეუთო/ოდირის დასკვნას ვერანაირი სპეკულაციისთვის ვერ გამოიყენებს. წინასწარი დასკვნა მათ ძალიან ცუდად შეაფასეს და ახლა გაუხარდათ, მაშინ, როცა საბოლოო დასკვნა წინა დასკვნის ანალოგიურია და ოდნავ ვრცელი სახით არის წარმოდგენილი. იქ არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ უარყოფს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში არცერთი პუნქტი არ ეთმობა ოპოზიციის მიერ დასახელებულ ბრალდებებსა თუ საკითხებს.

„ის კითხვები და სპეკულაციები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იქნა გახმოვანებული, არანაირი პუნქტის სახით არ ასახულა ეუთო/ოდრის დასკვნაში. რა თქმა უნდა, იქ არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ უარყოფს. ჩვენ ეუთო/ოდირის უფრო მძიმე დასკვნებიც გვინახავს, შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანა ეუთო/ოდირის ძალიან მძიმე პუნქტი, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში საერთოდ არ შეხებიან იმ საკითხებს, რომლებზეც ოპოზიცია სპეკულირებდა, არანაირი 300 000 ათასი გაყალბებული ხმა, 300-ს გაყალბებულ ხმაზეც არ არის საუბარი. ემიგრანტებზე, უცხოეთში არჩევნების ჩატარებასთანაც კი შენიშვნები საერთოდ არ გახმოვანებულა.

პირველ შემთხვევაში შეაფასეს, რომ ეს არის კატასტროფა, მეორე შემთხვევაში თქვეს, რომ ეს არის თითქოს კარგი. ასეთი არათანმიმდევრულობა ღიად, მტკიცებულების სახით წარმოაჩენს, რომ ისინი იმას კი არ დაეძებენ, რა წერია დასკვნაში, არამედ როგორ გააპიარებენ, მაგრამ ეს სპეკულაცია არ გავა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი