გია ვოლსკი - ეუთო/ოდირის დასკვნა არც ერთი პარამეტრით არ გამოდგება იმისთვის, რომ ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს - მასში არაფერი წერია ისეთი, რაც განმეორებითი არჩევნების ჩატარების საფუძველს შექმნის!

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა არც ერთი პარამეტრით არ გამოდგება იმისთვის, რომ ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს - მასში არაფერი წერია ისეთი, რაც განმეორებითი არჩევნების ჩატარების საფუძველს შექმნის! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ „არჩევნები იყო კონკურენტული და ადმინისტრირებული იყო მშვენივრად, მაღალ დონეზე".

ვოლსკი იმასაც ამბობს, „თუ სადღაც დაშინების ან მოსყიდვის ფაქტები მოხდა, დასკვნაში ასეთი ფაქტები მოყვანილი არ არის და ოპონენტების არც ერთი ბრალდება არ დასტურდება".

ვოლსკის მტკიცებით, ოპოზიცია ხავსს ეჭიდება.

„არის საკითხები, რასაც შეიძლება, დავეთანხმოთ და რასაც ვერ დავეთანხმებით, თუმცა შედეგებს კონსულტაციები გვაჩვენებს, რაზეც ეუთო/ოდირმა უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

რას ვერ დავეთანხმებით? ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2/3-ის პოზიციაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, ისეთი სიტუაცია იქნება, როცა შეიძლება გადაწყვეტილება საერთოდ ვერ მიიღო და ცესკო, თუ მას პოლიტიკურად ანგაჟირებული ოპოზიცია არ დაეთანხმება, ისევ საბოტაჟის რეჟიმში იქნება.

რაც შეეხება ნდობას, რასაკვირველია, ნდობის დეფიციტი გაჩნდა, მაგრამ ეს დეფიციტი ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია რაღაც პოლიტიკური ინტერესით და არა რეალური ვითარებით. რეალური ვითარება აბსოლუტურად სხვა არის, საქართველო ევროპული ქვეყანაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე