სასამართლომ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან  გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბახუტაშვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა.

გიორგი ბახუტაშვილს მიმდინარე საპროტესტო აქციებისას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხრიდან. კერძოდ, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და შსს-ს ორი თანამშრომელი, რომელთა თქმითაც, ბახუტაშვილის დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა.

მანამდე კი, სასამართლო პროცესზე მსახიობმა აქციაზე მისი დაკავების გარემოებებზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ბახუტაშვილია თქმით, აქციაზე ცდილობდა ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებას, რომელიც იყო უგონო მდგომარეობაში და რომელსაც „პოლიცია მიათრევდა“. მისი თქმით, პოლიციას სთხოვა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ დაეკავებინა.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებას. საკმაოდ გვიან მივედი აქციაზე, უკვე 30 თენდებოდა. [პოლიციის მხრიდან]არცერთი მოწოდება არ გამიგია. ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს, გზაში იკეცებოდა ეს ადამიანი და პოლიციას ვემუდარებოდი, რომ არ დაეკავებინა, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო. პოლიციელს არც გზაზე გადავღობივარ, თხოვნით შემოვიფარგლებოდი. ფიზიკურადაც არ შევხებივარ. ამ დროს უკნიდან გავიგე გინება. მომხვდა რაღაც საგანი, სავარაუდოდ, ხელკეტი იყო და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას, ვისზეც ვითხოვდი, რომ არ დაეკავებინათ“, - განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე