თეა ზაქარაძე - აუცილებელია გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ბიზნესს ვნებს, ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს

აუცილებელია გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ვნებს ბიზნეს. ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს , - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

თეა ზაქარაძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრა „აუცილებელი და საინტერესო იყო“ და ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. გულწრფელად გეუბნებით, პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამ ტიპის შეხვედრები ბიზნესთან და სხვებთანაც გაგრძელდება. ნამდვილად გეუბნებით, რომ აუცილებელი და საინტერესო შეხვედრა იყო“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს