ლაშა პაპაშვილი - ასე არ უნდა გაგრძელდეს, ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ როგორმე, ძალიან დიდი ვარდნაა და ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ - „ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს”

იმ ოთახში ისხდნენ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ცალკე იქნება საუბარი, პოლემიკა შედგება ალბათ, ღია ეთერში, უკვე დაფიქსირდა სახელები და გვარები, ვინც ოპონირებდნენ პრემიერ - მინისტრს - იმათ შეხვდება პრემიერი საჯაროდ და ისაუბრებენ ამ თემებზე , - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერ - მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპაშვილის თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე უკვე აისახა.

“პრობლემა ქვეყანას გვაქვს ზოგადად, იმიტომ, რომ საზოგადოებაში არის განხეთქილება. არის ხელისუფლების პოლიტიკის მომხრე და მოწინააღმდეგე - ეს იყო ჩვენი გულის ტკივილი და ეს იყო ჩვენი სათქმელი დღეს, რაზეც ვისაუბრეთ.

ასე არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ როგორმე იმიტომ, რომ უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებით - ეს იქნება ტურიზმი თუ სარესტორნო ბიზნესი - ძალიან დიდი ვარდნაა და უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან.

ალბათ, ყველას აინტერესებს, ან ერთი მხრის ან მეორეს სასარგებლოდ, რა ითქვა, ამას ვერ დამაცდევინებთ დღეს ვერაფრით. ჩვენი უწმინდესი ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს.

იმ ოთახში ისხდნენ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ცალკე იქნება საუბარი, პოლემიკა შედგება ალბათ, ღია ეთერში, უკვე დაფიქსირდა სახელები და გვარები, ვინც ოპონირებდნენ პრემიერ - მინისტრს - იმათ შეხვდება პრემიერი საჯაროდ და ისაუბრებენ ამ თემებზე.

ჩვენი თხოვნა და მოწოდებაა საზოგადოების, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. სულ 35 წლის წინ გვქონდა ასეთი ტრაგედია და ჩვენი თხოვნაა მხარეების მიმართ, რომ ეს არ გავიმეოროთ, ჩვენი ერთობა არის მხოლოდ გადარჩენა”, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ