მინდია საბანაძე - იყო საუბარი იმაზე, რამდენად მალე მორჩება რყევები, ბიზნესის ხელშეუხებლობაზე - რაღაცნაირად დაგვარწმუნა პრემიერმა იმაში, რომ არ ხდება ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო, მიიღო ყველა შენიშვნა, გულისტკივილი, გააანალიზა და ჩაიწერა

რაღაცნაირად დაგვარწმუნა პრემიერმა იმაში, რომ ეს არ ხდება ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელმა მინდია საბანაძემ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

საბანაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენების შენიშვნები და გულისტკივილი მოისმინა, ჩაიწერა და კიდევ მიუბრუნდება ამ თემას.

“დღეს მოხდა აზრთა გაცვლა. ჩვენ ჩვენი აზრი ვუთხარით. მე ვარ ბიზნესის წარმომადგენელი, მე ჩემი საქმე ვიცი, რაც უნდა ვაკეთო. აქ იყო განსაზღვრული, რომ ბიზნესს აქვს რყევები და ეს რყევები რამდენად მალე მორჩება, იმაზე იყო საუბარი, ასევე ბიზნესის ხელშეუხებლობაზე იყო საუბარი. არ აქვს განსხვავება, რა აზრს აფიქსირებ, ანუ საწინააღმდეგოდ მსჯელობ თუ თანამოაზრე ხარ. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა და ამ მიმართულებით ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული იყო პასუხი.

12 წელიწადი თუ სხვა გზაზე არ გადაუხვევია ქვეყანას, პრემიერის აზრიც იყო ასეთი: თუ კი 12 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა მიმყავს ევროპისკენ, ყველაფერი, თუ კი რამე გვაქვს ევროინტეგრაციიდან დაწყებული ასოცირების ხელშეკრულებით დამთავრებული, როგორ მივდივარ რუსეთისკენო?

რაღაცნაირად დაგვარწმუნა პრემიერმა იმაში, რომ ეს არ ხდება ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ. მიიღო ყველა შენიშვნა, ყველა გულისტკივილი, გააანალიზა და ჩაიწერა, გვითხრა, რომ ამას კიდევ ერთხელ მოუბრუნდება არა მარტო თანამოაზრეებთან ერთად, რადიკალურად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან ერთადაც”, - განაცხადა საბანაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს