ზურა ჩხაიძე - სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს

სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, სტაბილურობა გჭირდებათ თქვენ, ჩვენ, ზოგადად ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ზურა ჩხაიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურა ჩხაიძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრისას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს და გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებებიც.

„ზოგადად გვქონდა საუბარი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესზე და სახელმწიფოს პოზიციონირებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, გაისმა აზრები როგორც კრიტიკული, ასევე აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს. სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, სტაბილურობა გჭირდებათ თქვენ, ჩვენ, ზოგადად ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. კარგია, როდესაც გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნესის მხარეც შეხვდება ზოგადად ბიზნესს, რომელიც ფიქრობს იმაზე თუ როგორ იქნება საჭირო ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა ზურა ჩაიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა