ეკონომიკის მინისტრი - საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა, მსხვილ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არაა გაუქმებული - რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, „დედლაინებში“ ჩავჯდებით

მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არ არის გაუქმებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესებმა შეიძლება გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე იმოქმედა - რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ვფიქრობ, დედლაინებში ჩავჯდებით , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

„ბუნებრივია, აქაც ძალიან პირდაპირ ვიტყვი, რომ როდესაც ბიზნესები საუბრობენ, დღევანდელ მოვლენებს აფასებენ, საუბრობენ იმაზე, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა. რაც ინფორმაცია მაქვს, ძალიან მსხვილ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არ არის გაუქმებული, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ პროცესებმა იმოქმედა გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე. ოპტიმისტურად ვუყურებთ სურათს. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება და ამის ყველა წინაპირობა არსებობს, ეს საინვესტიციო გადაწყვეტილებები რეალიზდება და 2025 წელს ეს ნაწილიც ძალიან პოზიტიური იქნება.

რაც შეეხება კონკრეტულად ანაკლიის პროექტს, ის, როგორც იცით, კანონმდებლობის შესაბამისად მიდის. ეს არის „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით გამოცხადებული კონკურსი. გვყავს 1 პრეტენდენტი კომპანია, რომელთანაც მიდის დაზუსტებებზე მუშაობა. დაზუსტებების მორიგი ფაზა უნდა დასრულდეს იანვრის ბოლოს. იცით, რომ ამ პროცესში ორი საერთაშორისო კონსულტანტი კომპანია გვყავს აყვანილი, მათ შორის 1 ჰოლანდიური კომპანიაა, რომელიც ძირითადად შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობს. ისინი აფასებენ წინადადებას და შესაბამისად, ისინი აკეთებენ კითხვარსაც, რა უნდა დაზუსტდეს, რათა მიღებული წინადადება სრულად შესაბამისობაში იყოს თავდაპირველ საკონკურსო მოთხოვნებთან. ახლა ვართ წინადადების მიღების ეტაპზე. აქედან გამომდინარე, მორიგი ვადა მივეცით კომპანიას, უკვე გამოკვეთილი კითხვების დასაზუსტებლად, განახლებული წინადადების. ეს იყოს მე-2 თუ მე-3 დაზუსტება, რათა საბოლოოდ ისეთი ხარისხიანი წინადადება მივიღოთ, რაც საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება. ეს გვექნება იანვრის ბოლოს. ამავე დროს, იცით, რომ სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. ჯერ კიდევ არჩევნებამდე გვქონდა პრეზენტაცია. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ალბათ უახლოეს ხანებში სამინისტრო გააკეთებს საზოგადოებისთვის საინფორმაციო რგოლს, თუ როგორ მიდის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ვფიქრობ, გეგმაზე უფრო სწრაფად ვითარდება. ვფიქრობ, დედლაინებში ჩავჯდებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ