გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა თბილისის რაიონებს, სოფელ დიღომსა და მცხეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს შეეხება.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ხევსურთსოფელი, თოლენჯი, ტოლაანთსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ჩალიპირებში, ლევან რჩეულიშვილის, ვახტანგ ცინცაძის, გიორგი ნანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში სელექცია, მუხრანი, ნიჩბისი, ახალუბანი, მისაქციელი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სიონში; 12:30-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს