ნიკა გვარამია - უკვე მოვიდა დრო მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები - პოლიტიკურმა პარტიებმა ფუნქცია არ უნდა დაკარგოს

მთავარი რაზეც ვიმსჯელებთ, არის ის რა მოთხოვნაც ქართველ ხალხს ამდენი ხნის განმავლობაში აქვს და რაც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რისკენაც ასევე მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე მოვიდა დრო მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პროტესტი პროტესტად, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც ხალხს აქვს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ, ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები პოლიტიკურია თუმცა, არა პარტიული და მიაჩნია, რომ ახლა პოლიტიკური პარტიების მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღება უნდა მოხდეს.

„ეს პროტესტი პოლიტიკურია, მაგრამ არა პარტიული. მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა თავისი ფუნქცია არ უნდა დაკარგოს. გადაწყვეტილებების დროა. უნდა ვიმსჯელოთ, როგორ წარმოგვიდგენია ახალი არჩევნების დანიშვნა და ახალი არჩევნების ჩატარება.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების სირბილე, საერთაშორისო ავტორიტარულმა რეჟიმებმა ძალიან ცუდად გამოიყენეს, მსოფლიოს მასშტაბით, მიხარია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს ნავსი გატყდა. ძალიან მძიმე შეფასება გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მძიმე იყო არჩევნები. მის კომპეტენციაში არჩევნების ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობის დადგენა არ შედის, მას შეუძლია სამართლებრივად შეაფასოს არჩევნების“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მორგი სამუშაო ფორმატის შეხვედრას მართავენ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელიც ესწრება.

როგორც პოლიტიკური პატიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამუშო ფორმატში ახალ, ვადამდელ არჩევნებსა და ამ თემის გარშემო არსებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო