ლევან დავითაშვილი - ჩემი აზრით, ბიზნესის იმ ნაწილს, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი შეხვედრაზე, კითხვა აღარ გააჩნია - შეთანხმება შედგა, რომ დისკუსია გაიმართოს უკვე საჯაროდ

ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ შემთხვევაში უსაფუძვლოდ ვისაუბროთ არჩევნების იმდენჯერ გამეორებაზე, ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი შედეგი არ დადგება, თუმცა გვესმის, რომ ეს სერიოზული მოთხოვნა ვერ იქნება და აქედან გამომდინარე, ეს არ არის დღეს განხილვის საგანი. ვფიქრობ, რომ ეს ბიზნესმენებმა ძალიან კარგად გაიგეს და ამასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, ბიზნესის იმ ნაწილს, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი შეხვედრაზე, კითხვა აღარ გააჩნია , - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კითხვას, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი თუ შეეხეო ახალი არჩევნების ჩატარების საკითხს.

გარდა ამისა, როგორც დავითაშვილმა კითხვის პასუხად აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა იმაზე, რომ ბიზნეს სექტორსა და პრემიერ-მინისტრს შორის შესაძლოა საჯარო დისკუსია გაიმართოს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ ასეთი შეთანხმება ნამდვილად შედგა, რომ დისკუსია გაიმართოს უკვე საჯაროდ ისე, რომ მოსახლეობის ფართო ფენებს საშუალება ჰქონდეს, რომ ამ დიალოგს მომსწრე იყოს. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დეტალების შემდგომ გადმოცემით საზოგადოებასთან მიტანა, არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც შეიძლება ეს იყოს ღია ეთერში დისკუსია, მათ შორის განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან. ვფიქრობ,რომ ოპონირების რეჟიმში უფრო ეფექტურია, საზოგადოებას გავაგებინოთ ინფორმაცია პრობლემების შესახებ, მათ შორის ხელისუფლების პოზიციები უფრო ნათლად იყოს წარმოჩენილი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ კარგი ფორმატია. ამაზე პრემიერ-მინისტრი დათანხმდა და ეს შეხვედრა უახლოეს ხანებში გაიმართება. ბიზნესი თვითონ გადაწყვეტს, ვინ იქნება წარმოდგენილი ბიზნესის სახელით და რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრას ჩვენ ვიხილავთ.

რაც შეეხება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხს, იცით, რომ დღეს, რა საკითხებიც აქტუალურია ჩვენ საზოგადოებაში ყველა საკითხს შეეხეო დღევანდელი შეხვედრა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ერთ-ერთი საკითხი იყო შესაძლებლობა არჩევნების ხელახლა ჩატარების, თუ არჩატარების. იცით, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეულმა ჯგუფებმა ამასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, მოძრაობა წამოიწყეს არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, რასაც ვფიქრობ, რომ გააზრებული პოზიცია ალბათ არ გააჩნია, გააზრებული საფუძველი ამაში არ არის. აქ, ძალიან მკაფიოდ განიმარტა პრემიერ-მინისტრის ხმიდანაც, რომ ჩვენ ვეყრდნობით ობიექტურ შეფასებებს და ობიექტურად უნდა შევაფასოთ, მათ შორის ჩვენი რეალობა. იცით, რომ ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაცია,რომელიც არჩევნების ჩატარების ხარისხს ამოწმებს და ადასტურებს ეს არის ეუთო/ოდირის მისია, რომელმაც საბოლოო დასკვნა წარმოადგინა.თუმცა, საზოგადოებისთვის მათი წინასწარი შეფასებები დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომელმაც ვფიქრობ, ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომელმაც აღწერა პროცესი, მაგრამ უმთავრესი რამ, რაც უნდა იყოს არჩევნების ლეგიტიმაციის საფუძველი, ვფიქრობ ამ დასკვნაში მკაფიოდ არის წარმოდგენილი, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და არავის შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობა“ , -განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ უამრავი დამკვირვებელი ყველა საარჩევნო უბანზე ადასტურებს იმას, რომ არჩევნები არის ლეგიტიმური.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა