სალომე ზურაბიშვილი - კრიზისი დღითი დღე მატულობს და ღრმავდება, რასაც მმართველი პარტია ან ვერ ხედავს, ან უფრო თვალს ხუჭავს  - რაც არ უნდა თვალი დახუჭოს და ტყუილებით მოგვარგოს რეალობა, რეალობას ვერ შეცვლის - ეს არის კრიზისი

როცა არჩევნები არ შემდგარა და ნდობა აღარ არის უკვე ქვეყანასა და საზოგადოებაში ამ არჩევნების შედეგის, ესე იგი, ყველაფერი დანარჩენი, რაც მოჰყვება დემოკრატიულ სისტემაში არჩევნებს, აღარ არის დამაჯერებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კრიზისი დღითი დღე მატულობს და ღრმავდება, რაზეც “ქართული ოცნება” თვალს ხუჭავს და ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი კარგად არის.

“დღეს ყველაფერი ძალიან მარტივად არის - არჩევნები არ შედგა და რადგანაც არჩევნები არ შედგა, გაყალბდა და ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, დავინახეთ და, პირველ რიგში, ვინც აყალბებდა, იმათმაც დაინახეს. არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ქუჩაში, არამედ ისინიც, ვინც მხარს უჭერენ დღევანდელ მმართველ პარტიას, იმათმაც ძალიან კარგად იციან, რომ გააყალბეს და რომ ეს ტვირთი მათ უნდა იტვირთონ ცხოვრების ბოლომდე იმიტომ, რომ შენ ამგვარად შენს ქვეყანას როცა ღალატობ, ეს ძალიან დიდი ტვირთია.

როცა არჩევნები არ შემდგარა და ნდობა აღარ არის უკვე ქვეყანასა და საზოგადოებაში ამ არჩევნების შედეგის, ესე იგი, ყველაფერი დანარჩენი, რაც მოჰყვება დემოკრატიულ სისტემაში არჩევნებს, აღარ არის დამაჯერებელი, აღარ არის ლეგიტიმური, აღარა რის კონსტიტუციური და შევდივართ ძალიან ღრმა კრიზისში. პოლარიზაცია იზრდება და იზრდება იმიტომ, რომ მოდის იმ ვითომ და გამარჯვებული მხრიდან, რომელიც უნდა იყოს გახარებული, ლაღი - მათგან მოდის ძალიან დიდი დაცინვა, შეურაცხყოფა და სიძულვილი - ესეც კრიზისის ნაწილია იმიტომ, რომ ხვალ, რაც არ უნდა მოხდეს, ერთად უნდა ვიცხოვროთ და ამაზე, მე მგონი, რომ ამ შობის მარხვის პერიოდში ჯობია, რომ დავფიქრდეთ.

კრიზისი ღრმავდება ასევე სანქციების ფონზე. სანქციების გამო და სანქციების შედეგად მატულობს ქვეყნის იზოლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით ჩვენი მცირე რესურსებით და ეს გადადის ეკონომიკაზე, ფინანსებზე და ყოველდღიურად იკვეთება ეს ღრმა კრიზისი და შეიძლება, საშიშ ნიშნულსაც მიაღწიოს.

რადგანაც ეს კრიზისი დღითი დღე მატულობს და ღრმავდება, რასაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტია ან ვერ ხედავს ან უფრო, მე ვიტყოდი, რომ თვალს ხუჭავს, არ უნდა, რომ დაინახოს და ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს მთავარია ქალაქის განათება, ან საშობაო სოფლის გამართვა, ან ნაძვის ხის დადგმა, ან კონცერტების გამართვა, როცა, რეალურად, არავინ არის კონცერტის ხასიათზე, თუნდაც ისინი, რომლებიც ვითომ თავს თვლიან გამარჯვებულად.

მმართველმა პარტიამ რაც არ უნდა თვალი დახუჭოს, რაც არ უნდა ტყუილებით მოგვარგოს ეს რეალობა, ამ რეალობას ვერ შეცვლის და რეალობა არის ის, რაც არის ჩვენს წინ, რასაც ყველა ვხედავთ, ვგრძნობთ და რაც არის ჩვენი გამოსასწორებელი - ეს არის კრიზისი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია