პრეზიდენტი - საქართველო არასოდეს ეგუება და არასოდეს თმობს, როცა მართალია -  დღეს ნამდვილად მართალია საქართველო და მართალი ხართ თქვენ, ვინც დგახართ, არ იღელებით და არც დაიღლებით

ჩვენ არ შეიძლება არ ვუერთგულოთ ანწუხელიძეს, ჩვენს ჯარს, იმ სულისკვეთებას, რომლითაც იცხოვრა და გარდაიცვალა ანწუხელიძე. ეს არის საქართველოს სიყვარული და არ დანებება, რომ არ დაუთმო არავის ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის ერთგულია საქართველოს ჯარის, რომელმაც გაიარა ძალიან რთული წლები და რომელმაც იცის ძალიან კარგად, სად არის მისი მტერი.

„საუბარს გავაგრძელებ იმით, რომ გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რამეთუ გუშინ იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში, „ანწუხელიძის მარში“, რომელიც ყველასთვის არის ძალიან ღირებული. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ არ შეიძლება არ ვუერთგულოთ ანწუხელიძეს, ჩვენს ჯარს, იმ სულისკვეთებას, რომლითაც იცხოვრა და გარდაიცვალა ანწუხელიძე. ეს არის საქართველოს სიყვარული და არ დანებება, რომ არ დაუთმო არავის ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს და რისი ერთგულებიც ვართ.

გუშინ ასევე იყო ვეტერანების მარში და მე როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ვარ ერთგული ამ ჯარის, რომელმაც გაიარა ძალიან რთული წლები, რომელმაც იცის ძალიან კარგად სად არის მისი მტერი და რომელმაც ასევე ძალიან კარგად იცის, ვინ არიან პარტნიორები, რომელმაც მას ხელი გაუწოდეს და დაეხმარნენ იმაში, რომ მისი აღჭურვა, მზადყოფნა და პროფესიონალიზმი ყოფილიყო იმ დონეზე, სადაც არის დღეს.

ეს თქვენი გამოსვლა რუსთაველის გამზირზე, ასევე სხვადასხვა მოედნებზე, ქალაქებში, რეგიონებში არის იმის უზარმაზარი ნიშანი, რომ საქართველო არასოდეს ეგუება და არასოდეს თმობს, როცა მართალია. დღეს ნამდვილად მართალია საქართველო და მართალი ხართ თქვენ, ვინც დგახართ და არ იღელებით და არც დაიღლებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია