IRI  - სახელმწიფო რესურსები გამოიყენებოდა საჯარო მოხელეებისა და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების მობილიზებისთვის

სახელმწიფო რესურსები გამოიყენებოდა საჯარო მოხელეებისა და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების მობილიზებისთვის საკუთარ პარტიულ აქციებზე დასასწრებად, რითაც მომეტებული ზეწოლა ხორციელდებოდა საჯარო მოხელეებზე, რომ ჩართულიყვნენ პარტიულ აქტივობებში , - ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ამგვარი სამთავრობო ქმედებები ქმნიდა არათანაბარ პირობებს და არღვევდა არჩევნების სამართლიანობას.

„პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხების შემოწმების ფუნქციების გადატანამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან (SAO) ანტიკორუფციულ ბიუროზე (ACB), რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა, შექმნა არასანდო გარემო, რომ ACB შეიძლება გამოყენებულიყო ოპოზიციური გაერთიანებების წინააღმდეგ. საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ (LPU) ცვლილებებმა, რომლებიც პარტიებს უკრძალავდა იურიდიული პირებისგან შემოწირულობების მიღებასა და წინასაარჩევნო ბლოკების ფორმირებას, კანდიდატებს აიძულებდა საკუთარი პარტიების დატოვებას, ერთიან სიაში გაერთიანების შემთხვევაში. საჯარო დაფინანსების მისაღებად საჭირო ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გათვალისწინებით, ეს ცვლილებები მცირე პარტიებისთვის ასუსტებდა გაერთიანებისა და მანდატების ბრძოლის მოტივაციას. მედიის რეგულაციების ისეთი განმარტებები, რომლებიც პარტიებს უფასო ეთერის მიწოდებას და უფასო ეთერის განაწილების ფორმულას უზღუდავდა, ოპოზიციურ პარტიებს უმცირებდა ამომრჩევლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. "ქართული ოცნება," რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობით სარგებლობდა, გავლენას ახდენდა რამდენიმე მედიასაშუალებაზე, რათა დაეკავებინა გაბატონებული მდგომარეობა პოლიტიკურ ნარატივში. მმართველი პარტია ასევე იყენებდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს საპარლამენტო კანდიდატების პოპულარიზაციისთვის. ამასთან, სახელმწიფო რესურსები გამოიყენებოდა საჯარო მოხელეებისა და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების მობილიზებისთვის საკუთარ პარტიულ აქციებზე დასასწრებად, რითაც მომეტებული ზეწოლა ხორციელდებოდა საჯარო მოხელეებზე, რომ ჩართულიყვნენ პარტიულ აქტივობებში. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობებით, "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია მოქალაქეების მონაცემების შესაგროვებლად, სავარაუდოდ, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით, რაც არღვევდა ამომრჩეველთა კონფიდენციალურობას. ამგვარი სამთავრობო ქმედებები ქმნიდა არათანაბარ პირობებს და არღვევდა არჩევნების სამართლიანობას”, - ნათქვამია ანგარიშში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა