კახა ოქრიაშვილი - იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

"გასულ კვირას ეუთო-ოდირის ოფისმა არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფართოდიყო გამოყენებული არჩევნებზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი: დაშინება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, მოსყიდვა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით ხაზგასმულია არჩევნების დღეს გამეფებული შიშის ატმოსფერო, რადგან ამომრჩევლებს „წართმეული ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეცათ ხმა შურისძიების შიშის გარეშე“. ხოლო საარჩევნო კომისიებში და სასამართლოში სარჩელების განხილვის არარსებობამ, „ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი გამოსწორების შესაძლებლობას“.

ამავდროულად, დასკვნაში წერია, რომ არჩევნების დღეს ადმინისტრირება იყო კარგი. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა უწყებების და ადამიანების მიერ კარგად იყო ორგანიზებული გაყალბებისკენ მიმართული კომპლექსური ქმედებები, რასაც ერთიანი სტრატეგიის სახე ჰქონდა. შედეგად, საქართველოს მართავს დე-ფაქტო ხელისუფლება!

ასე ვერ გაგრძელდება. განვითარების სცენარი შეიძლება იყოს რამდენიმე, მათ შორის რევოლუციური, მაგრამ ჩემი აზრით, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით. იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.

P.S. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ახალ წელს ჩვენი ქვეყნის მეკვლე მრავალი ასეული ათასი ადამიანი იქნება რუსთაველის გამზირზე“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე