პრეზიდენტი - ვინც ამდენს ლაპარაკობდით ვითომ მშვიდობაზე, გვაშინებდით გარე ომის საფრთხით, ახლა გინდათ, დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი გამოვა და არც - მეორე - ქვეყანა წავა თავისი გზით, მშვიდობიანად გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს

ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან ერთად და ამისთვის ჩვენ არანაირი არეულობა არ გვაწყობს, გვაწყობს ქვეყნის განვითარება, ქვეყნის განვითარებას ჭირდება მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ჯერ გარე ომის საფრთხით აშინებდა საზოგადოებას, ხოლო ახლა კი შიდა ომითა და რევოლუციით აშინებს.

„არავის ამ ქვეყანაში არ უნდა არეულობა. მმართველი პარტიის გეგმებში, სცენარებში, ძალიან აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ამის დასტური. გუშინაც ალბათ, იმედი ჰქონდათ და იმდენი პოლიციელი ამიტომ იყო თავისუფლების მოედანზე თავმოყრილი. შიგადაშიგ პოლიტიკურ პარტიებს აბრალებენ, რომ მათ უნდათ გადატრიალება, რევოლუცია და ამიტომ უნდა დაიჭირონ და გააუქმონ რაღაც პარტიები. მეც მაბრალებენ რადიკალიზმს და არ ვიცი სად დაინახეს.

გვაქვს შეგნებული, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი და ვისთან ერთად გვინდა, ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან ერთად და ამისთვის ჩვენ არანაირი არეულობა არ გვაწყობს, გვაწყობს ქვეყნის განვითარება, ქვეყნის განვითარებას ჭირდება მშვიდობა. თქვენ, რომლებიც ამდენს ლაპარაკობდით ვითომ მშვიდობაზე, რეალურად გვაშინებდით გარე ომის საფრთხით, ახლა გინდათ, რომ დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი გამოვა და არც მეორე. ეს ქვეყანა წავა თავისი გზით მშვიდობიანად გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს და იქნება ძალიან წარმატებული და ძლიერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო