გიორგი ვაშაძე - პარტიები შევთანხმდით, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რა ადმინისტრაციის და წესების პირობებში, ხვალისთვის გამზადებული დოკუმენტით მივალთ პრეზიდენტთან

რაც უფრო გაწელავს ახალი არჩევნების დანიშვნას თვითმარქვია რეჟიმი, მით უფრო მძიმე იქნება შედეგები მისთვის, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მუშაობს დოკუმენტზე, რომელსაც ხვალ პრეზიდენტს წარუდგენენ და რომელშიც ახალი არჩევნების ჩატარების წესები და პირობებია განსაზღვრული.

“ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, გარდა იმისა, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, რა საარჩევნო ადმინისტრაციის, რა წესების პირობებში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ამ დოკუმენტს საბოლოო ფორმას მივცემთ დღევანდელი ღამის მანძილზე და ხვალისთვის ამ გამზადებული დოკუმენტით მივალთ პრეზიდენტთან და მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ ძალოვანი უწყებების კონტროლი არ უნდა ჰქონდეს თვითმარქვია რეჟიმს იმისთვის, რომ კვლავ არ შეძლოს სპეცოპერაციის ჩატარება, რომელსაც არჩევნები ჰქვია.

ამაზე ჩვენ შეჯერებული გვაქვს, რა სისტემური ცვლილებებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ არჩევნების წესებამდე მივიდეთ. საბოლოო ჯამში, ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალურ პირობებს, როგორც კი ამ ქვეყანაში “დებიძინიზაცია” მოხდება. სხვა გამოსავალი არ არის. ბიძინა არის ქაოსი.

რაც უფრო გაწელავს ახალი არჩევნების დანიშვნას თვითმარქვია რეჟიმი, მით უფრო მძიმე იქნება შედეგები მისთვის”, - განაცხადა ვაშაძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია