ამერიკული სადაზღვევო კომპანიის UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავს დამნაშავედ არ ცნობს

ამერიკული სადაზღვევო კომპანიის UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან ტომპსონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 26 წლის ლუიჯი მანჯიონე ნიუ-იორკის შტატის სასამართლო დარბაზში წარსდგა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მანჯიონე პროკურატურის მიერ წარდგენილ 11-ვე ბრალდებას უარყოფს, მათ შორის მკვლელობას, როგორც ტერორისტულ აქტს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, UnitedHealthcare-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბრაიან ტომპსონს 4 დეკემბერს მანჰეტენზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ეჭვმიტანილი, ლუიჯი მანჯიონე პოლიციამ ბრაიან ტომპსონის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ პენსილვანიის შტატში დააკავა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს