ალეკო ელისაშვილი - გამწვავებაზე თუ წავლენ, სანატრელი ექნებათ მოცემულობა, როცა ზურაბიშვილი დიალოგს სთავაზობდა, ვერ გაასწრებს ქვეყნიდან ვერცერთი - საბჭოს დებულება დაწერილი გვაქვს, ის მოამზადებს წინაპირობებს, რომ მშვიდად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე

აბა, ერთი გაბედონ დაჭერა, აბსოლუტურად ყველა დაიცვას, მთელი მსოფლიო დაიცავს სალომე ზურაბიშვილს ამ ძონძებისგან - სიტუაციის გამწვავებაზე თუ წავლენ, სანატრელი ექნებათ ეს მოცემულობა, როცა ზურაბიშვილი დიალოგს სთავაზობდა, ვერ გაასწრებს ამ ქვეყნიდან ვერცერთი მათგანი , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრაბნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა პრეზიდენტის მიერ დასახელებულ საბჭოზე, რომელიც ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნება.

ელისაშვილის თქმით, უკვე დაწერილია საბჭოს დებულებაც.

„ეს არის ოთხი ბარიერგადალახული პარტიის საერთო ფორმატი, სადაც ვმუშაობთ იმაზე, არჩევნები როგორ უნდა ჩავაბაროთ. არჩევნები წესიერად როგორ უნდა ჩატარდეს, უნდა მოამზადოს საბჭომ. საბჭომ უნდა მოამზადოს წინაპირობები და უფრო სოლიდურად უნდა ვჩანდეთ უცხოელის თვალში. ისედაც ძირითადად გაერთიანებულები ვხვდებით ხოლმე უცხოელებს და საერთო პოზიცია გვაქვს ოთხ კოალიციასა და ბარიერგადალახულ პარტიას. ეს საბჭო სალომე ზურაბიშვილსაც გააძლიერებს და პროცესსაც. საბჭოს დებულება დაწერილი გვაქვს. თავს პარლამენტად კი არ ვიცხადებთ, მაგრამ სინამდვილეში ლეგიტიმური პარლამენტი ჩვენ ვართ, ისინი არიან არალეგიტიმურები. ჩვენ გველაპარაკება ყველა უცხოელი, რომელიც ჩამოდის. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის და ამბობს, რომ პაპუაშვილს და კობახიძეს შევხვდიო, არადა მათიანია ის კაცი, ბიძინას „მესიჯები" გაახმოვანა, მაგრამ მაგ კაცმაც ვერ თქვა, რომ პრემიერს შევხვდი და პარლამენტის თავმჯდომარესო. ასე რომ, ეს საბჭო არ არის პარლამენტი, ეს მოამზადებს წინაპირობებს, რომ მშვიდად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო