ფოთში, ერთ-ერთ სოციალურ საწარმოში ხმაური იყო - დამფუძნებლის ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფოთში, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ, სოციალურ საწარმო, ,,ლიმენაში" ხმაური იყო.

ცენტრის დამფუძნებლის, სამოქალაქო აქტივისტის ელისო ჯანაშიას თქმით, მას უცნობი პირები მიუვარდნენ, ერთ-ერთი კი თავს დაესხა.

ელისო ჯანაშია მომხდარ ინციდენტს სამოქალაქო პოზიციას, საპროტესტო აქციების ორგანიზებას და სხვა ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს.

,,მოგვივარდა ორი ქალი, საღამო იყო, ჯერ გვეძახეს გარყვნილების ბუდე, აქ ახალგაზრდებს მიაყენეს შეურაცხყოფა. მე რომ მოვინდომე, გამეგო ვინ იყვნენ და კამერა ჩავურთე, კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ, მერე უკვე ფიზიკურად შემეხო, ბევრჯერ დამარტყა. პოლიცია გამოიძახეს, მინდოდა გამეჩერებინა, რა დროსაც თმაში მწვდა… უსუსურობის განცდა მქონდა და ვიყავი განადგურებული. ამას ვუკავშირებ ჩემს ბოლოდროინდელ აქტივობებს, ჩემს აქტიურობას შემოუტიეს, აქამდე ძაღლი მომიწამლეს, ასეთი ადამიანები ყველა შავ დავალებას ასრულებენ, მსგავსი ადამიანები მაიძულებენ, დავტოვო ქალაქი და ქვეყანა“, - განაცხადა ელისო ჯანაშიამ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია