ანჯეი დუდა - ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან

საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე , - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პლატფორმა X-ზე წერს.

როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

“კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.

მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან”, - წერს ანჯეი დუდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო