Associated Press - ჯო ბაიდენმა 40 სიკვდილმისჯილიდან 37-ს განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა

ჯო ბაიდენმა 40 სიკვდილმისჯილიდან 37-ს სიკვდილის განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩემი კარიერა ძალადობრივი დანაშაულის შემცირებასა და სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფას მივუძღვენი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა უნდა დასრულდეს.

„სუფთა სინდისით, არ შემიძლია განზე გავდგე და ახალ ადმინისტრაციას ნება მივცე სიკვდილით დასჯა განაახლოს, რომელიც მე შევაჩერე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა ფედერალურ დონეზე სიკვდილმისჯილ სამ პატიმარს, კერძოდ „სიძულვილით მოტივირებული მასობრივი მკვლელობების“ ჩამდენ სამ პირს, მათ შორის, 2013 წელს ბოსტონის მარათონზე ტერაქტის მოწყობაში მსჯავრდებულს, ჯოხარ ცარნაევს, ჩარლსტონში აფრიკულ მეთოდისტურ საეპისკოპოსო ეკლესიაში რასობრივი მოტივით 9 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებულს, დილან რუფსა და 2018 წელს პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შედეგად 11 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებულს, რობერტ ბაუერსს განაჩენი არ შეუცვალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს