პეტრ პაველი - ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის

ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში , - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს.

პეტრ პაველი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან განიხილა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები.

"გასულ პარასკევს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ზარი უახლესი მოვლენების განსახილველად.

მან ინფორმაცია მომაწოდა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს სულ უფრო და უფრო აახლოებს რუსეთთან.

ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, - წერს პეტრ პაველი სოციალურ ქსელში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს