Washington Examiner – „ქართული ოცნება“ არ არის არც ტრამპისა და არც ამერიკის მეგობარი - ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს სანქციების გამო

„ქართული ოცნება“ თავდაჯერებით დებს ფსონს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას სურს, რომ დონალდ ტრამპმა უგულებელყოს სახელმწიფო რესურსების ძარცვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო ქალებსა და მამაკაცებზე თავდასხმები, - ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

„ქართულ ოცნებას“ ასევე სურს, რომ ტრამპმა არ შეამჩნიოს მისი ხვეწნა-მუდარა რუსეთისადმი, პრემიერ-მინისტრის დასწრება „ჰამასის“ ლიდერის დაკრძალვაზე და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჩინეთის სტრატეგიული ინტერესების მიმართ, რამაც განაპირობა ის, რომ მთავრობამ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას პეკინთან და, როგორც ჩანს, არაკვალიფიციურ მხარდაჭერას ჩინეთის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, ტრამპი მის მიმართ იმავე მიდგომას გამოიყენებს, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ გამოიყენა, კერძოდ, „მიესალმება მის რიტორიკულ ქებას, ხოლო უგულებელყოფს ტრამპისა და ამერიკის უკეთესი ინტერესების აშკარა ღალატს“.

„ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი მის სატყუარას წამოეგება. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ წარმოადგენს კორუმპირებულ ელიტას, რომელიც მოქმედებს რიგითი ადამიანების ინტერესების წინააღმდეგ ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე. თავის მხრივ, ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს მისი ინტერესების წინააღმდეგ სანქციების, მათ შორის მეორადი სანქციების, წინაშე აღმოჩენის გამო. იგივეს შიში უნდა ჰქონდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის არც ტრამპისა და არც ამერიკის მეგობარი.

„ავიღოთ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი. ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა, ყაველაშვილმა შეერთებულ შტატები დაადანაშაულა იმ სისასტიკეში, რომელიც მისმა პარტნიორებმა თანამოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელეს. მკვეთრი ანტიამერიკელი ყაველაშვილი ივნისში თავს დაესხა კონგრესის წევრებს, მათ შორის გამოჩენილ „რესპუბლიკელებს“ და განაცხადა: „მათ ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი“ აქვთ. ყაველაშვილმა გააფრთხილა თავისი პოლიტიკური ოპონენტები, რომ მათ დაემუქრებათ ბნელი შედეგები აშშ-ის კონგრესის წინაშე საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის შესახებ ჩვენების მიცემის შემთხვევაში. მან თქვა: „არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხი ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის!" უდანაშაულო ქართველი ხალხის დასისხლიანებულ და დაზიანებულ თვალებში მსოფლიო ახლა ხედავს, თუ რას გულისხმობდა ყაველაშვილი „სათანადოში“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ ტრამპმა „ქართული ოცნება“ ისე უნდა შეაფასოს, როგორიც არის.

„კორუმპირებული ავაზაკების ჯგუფი, რომელთაც სურთ საქართველოს კონსტიტუცია და ხალხი მორჩილებაში ჰყავდეთ, რათა უკეთ გამდიდრდნენ და უკეთ ემსახურონ ამერიკის მოწინააღმდეგეებს მოსკოვსა და პეკინში“, - აღნიშნულია სტატიაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე