ოთარ გრიგოლია - ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ სალომე ზურაბიშვილს განვიხილავ და მიმაჩნია, რომ პროცესი, რასაც უძღვება, მხოლოდ ქვეყნის დაზიანებაზე და კონფლიქტში ჩართვაზეა ორიენტირებული

დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს განვიხილავ და მიმაჩნია, რომ ის პროცესი, რასაც უძღვება, მხოლოდ ქვეყნის დაზიანებაზე და ქვეყნის კონფლიქტში ჩართვაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქვეყნის გადატრიალების მცდელობამ საზოგადოებაში გამოიწვია ძალიან დიდი პოლარიზაცია და მტრობის ბზარი გააჩინა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“.

„ჩვენ გადავიარეთ ქვეყნის გადატრიალების მცდელობა. ეს იყო ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი მცდელობა. ყველა იმ დრამატურგიისა და სცენარის შესაბამისი, რაც აქამდე გვინახავს სხვა ქვეყნებში. სამწუხაროდ, ამის შეფასება ადეკვატურად არ მომხდარა სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ასეთი შეფასებებიც გვექნება. თავიდანვე განწირული იყო ეს მცდელობა დამარცხებისთვის. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ ისაა, რომ ამ მცდელობებმა საზოგადოებაში გამოიწვია ძალიან დიდი პოლარიზაცია და მტრობის ბზარი გააჩინა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ის თავისი მოღვაწეობის ბოლო წელს, აბსოლუტურად არალეგიტიმური ადამიანი იყო. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ის აირჩიეს, აირჩიეს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკის და მიზნებისთვის. რასაც აკეთებდა ბოლო პერიოდში, აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ისინი, ვინც ახლა მხარს უჭერენ, საქართველოს ბოლო პრეზიდენტი არ აურჩევიათ.

თავს ვიკავებდი ხოლმე, ბოლო პერიოდში, ჩემი, ალბათ, სიჯიუტიდან გამომდინარე, მაგრამ ყველას ჩვენი როლი გვაქვს ნათამაშები ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოსვლაში. თუმცა, დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს განვიხილავ და მიმაჩნია, რომ ის პროცესი, რასაც დღეს უძღვება, მხოლოდ ქვეყნის დაზიანებაზე და ქვეყნის კონფლიქტში ჩართვაზე ორიენტირებულია. ქალბატონი პრეზიდენტი დღეს დადის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ქვეყნის დასანქცირებას, მიღწეული შედეგების გაუქმებასა და ზოგადად, ქვეყნის აბსოლუტურად დაზიანებას ითხოვს“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს