კახა კალაძე - 2 კონკრეტული მიმართულებაა, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის განხორციელება - ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემქის ხევის

2 კონკრეტული მიმართულებაა, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის განხორციელება. ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემქის ხევის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, ბიუჯეტის მიხედვით დაიგეგმება საბაგირო პროექტების განხორციელება.

„იცით, რომ კვლევა გვაქვს ჩატარებული, კვლევის შედეგად 2 კონკრეტული მიმართულება არის, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის განხორციელება. ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემქის ხევის მიმართულება, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იქნება ბიუჯეტის მატება მომავალი წლის განმავლობაში, ამის მიხედვით დავიგეგმებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა